spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – როგორც იქნა, მოვესწარით იმას, რომ შეიძლება ეს პროექტი კანონად იქცეს

როგორც იქნა, მოვესწარით იმას, რომ შეიძლება ეს პროექტი კანონად იქცეს – ამის შესახებ  საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ ონლაინკაზინოების რეკლამის აკრძალვის კანოპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. 

 

ის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომას ესწრებოდა, სადაც კანონპროექტი განიხილეს და მის მიღებას მხარი დაუჭირეს.  

 

“ძალიან მნიშვნელოვანია რეგულაციები.  იდეალურ შემთხვევაში ვისურვებდით, რომ საერთოდ იყოს აკრძალული აზარტული თამაშები, თუმცა, დღეს ვმსჯელობთ რაღაც ეტაპზე გადასასვლელად, რაც შეზღუდავს ბევრ ახალგაზრდას და ადამიანს, რომელიც იმედით, მაგრამ მოტყუებული მიდის.  თამაშობს, აგებს და ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება ამას ოჯახებისთვის”,  – განაცხადა ჯაღმაიძემ.

 

კანონპროექტის დსაჩქარებულ რეჟიმში განიხილება,  დღეს მას პირველი მოსმენით პლენარულ სესიაზე გაიტანენ. მედიამენეჯერები, რომლებიც ამ აკრძალვის შედეგად ფინანსურად დაზარალდებიან, რეგულაციების გადავადებას ითხოვენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები