spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დეკანოზი გიორგი მამალაძე – ბრძოლა გრძელდება, საზოგადოების დიდმა ნაწილმა სიმართლე ისედაც იცის

დეკანოზ გიორგი მამალაძის განცხადებით, ის უდანაშაულოა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ბრძოლას გააგრძელებს.

 

“ბრძოლა გრძელდება, საზოგადოების დიდმა ნაწილმა სიმართლე ისედაც იცის. პირველ რიგში, ჩემი მთავარი გეგმა – ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებაა. შემდგომ ყველაფერი. მე ვწუხვარ, რომ მეუფე დიმიტრის (ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი) არ აღმოაჩნდა სული ჭეშმარიტი მწყემსისა, რომელიც მას მისცემდა იმის უფლებას და საშუალებას, დღეს აქ ჩემთან ერთად მდგარიყო რკინის ქალამნებით, თუმცა მიუხედავად ამისა, მე მაინც მიყვარს ის”, – განაცხადა დეკანოზმა.

 

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ საპატიმრო 14 თებერვალს დატოვა. ის ე.წ. ციანიდის საქმეზე 2017 წელს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი დამნაშავედ ცნო პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და მას თავისუფლების ცხრა წლით აღკვეთა მიუსაჯა. 

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები