spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დეკანოზი გიორგი მამალაძე ოჯახს სამკურნალოდ თურქეთში გადაჰყავს

დეკანოზი გიორგი მამალაძე ოჯახს სამკურნალოდ თურქეთში გადაჰყავს.  

 

როგორც დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე აცხადებს, პირველ რიგში, გამოკვლევები ჩაუტარდება და დაენიშნება მკურნალობა.

 

“სტამბოლში მივდივართ. პირველ რიგში, გამოკვლევები ჩაუტარდება, შემდეგ მკურნალობა დაენიშნება. ოჯახმა ვიცით, რომ ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება, მაგრამ მზად ვართ ყველაფრისთვის, მთავარია, ჩემი ძმა ფეხზე დადგეს. დაწოლილ მდგომარეობაშია, საწოლი გვაქვს მანქანაში გაკეთებული, რადგან ჯდომა არ შეუძლია, ამიტომ გადავწყვიტეთ მანქანით წასვლა, იმედი გვაქვს, რომ ოჯახს თავისი ფეხით დაუბრუნდება.

 

ისინი, ვისაც თავდაპირველად ჩემი ძმის უდანაშაულობის არ სჯეროდა, ახლა დარწმუნდნენ, გვირეკავენ და გვილოცავენ მის თავისუფლებას. მე ვერ დავასახელებ მათ ვინაობას, თუ თავად სურთ გააკეთონ კომენტარი”, – აცხადებს თორნიკე მამალაძე.

 

დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს ე.წ. ციანიდის საქმეზე დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მან საპატიმრო ვადაზე ადრე, 14 თებერვალს დატოვა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები