spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დეკანოზი შალვა კეკელია – მეგობარი ქვეყანა არასდროს გვყოლია, არასდროს არცერთი ქვეყანა გვერდით არ დაგვდგომია

პოლიტიკოსები და ადამიანები, რომლებიც უარყოფენ და ღვთის კანონის წინააღმდეგ მიდიან, მიუღებელი არიან, – ამის შესახებ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მეგობარი ქვეყანა არასოდეს ჰყოლია.

“აქციებში არანაირად არ ვერევი. მინდა, ყველამ ერთი რაღაც გაიაზროს, ჩვენი ქვეყანა და ერი ქრისტეს უნდა ემსახურებოდეს. ქრისტეს მსახურებაა, რამაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა. პოლიტიკოსები და ადამიანები, რომლებიც უარყოფენ და მიდიან ღვთის კანონის წინააღმდეგ, ყველანაირად მიუღებელი არიან. უმთავრესია, რა დამოკიდებულება აქვს ადამიანს ეკლესიასთან და ღმერთთან. ამ ქვეყანას ვერავინ ვერ უშველის, საქართველოს მთელ ისტორიას რომ გადავხედოთ, მეგობარი ქვეყანა არასდროს გვყოლია, ეს ქვეყანა დედაღვთისმშობელმა და ღვთისმშობლის ერთგულებამ გადაარჩინა. არასდროს არცერთი ქვეყანა გვერდით არ დაგვდგომია. უნდა გაიგოს ყველამ, ღვთისმშობლის და მისი ერთგულების გარდა, ეს ქვეყანა ვერ გადარჩება ვერასოდეს“, – განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები