spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დეკანოზი თამაზ ლომიძე – აცრის გარეშე უმძიმესი შედეგი ელის ყველა ქვეყანას

დეკანოზი თამაზ ლომიძე კორონავირუსის დამარცხების ერთადერთ საშუალებად ვაქცინაციას მიიჩნევს და მოსახლეობასაც მოუწოდებს, აიცრან. 

 

“გერმანიის მოსახლეობის 60%, ანუ თითქმის 50 მილიონი ადამიანი აცრილია. მხოლოდ გუშინ გერმანიაში აიცრა 361 178 ადამიანი. აცრის გარეშე უმძიმესი შედეგი ელის ყველა ქვეყანას. 

 

ნუ გაიძახით: თუ მაინც შეიძლება დავინფიცირდე, რატომღა უნდა ავიცრაო. შეიძლება დაინფიცირდე, მაგრამ აღარ გაგირთულდება და არ მოკვდები. ეს არის განსხვავება!

 

ნურც იმას ამტკიცებთ: მე ადვილად გადავიტან და ამიტომ არ ავიცრებიო. შენ გადაიტან, მაგრამ შენგან დაინფიცირებულმა, შენ გვერდით შეიძლება ვერ გადაიტანოს ადვილად და მოკვდეს. 

 

მე უკვე ავიცერი, რადგან აცრა ერთადერთი საშველია ახლა!”- წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები