spot_img
spot_imgspot_img
spot_img

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე – ჩვენ მოვწამლეთ ხალხი, რომ კორონა არ არსებობს, უნდა შევინანოთ და ხალხს ბოდიში მოვუხადოთ

ჩვენ მოვწამლეთ ხალხი, რომ კორონა არ არსებობს, უნდა შევინანოთ, – ამის შესახებ დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ განაცხადა.

 

“ჩვენ მოვწამლეთ ხალხი არა მარტო იმით, რომ კორონა არ არსებობს, ეს ცრუ პანდემიაა და ა.შ. მღვდელი როგორ უნდა აყვეს კონსპირაციულ თეორიებს? როცა ჩვენ ქრისტეს გარდა, არაფერი არ უნდა გვაინტერესებდეს,  ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ერთი ღერი თმა არ დავარდება ღვთის განგებით ჩვენი თავიდან და როგორ უნდა გვეშინოდეს, მასონებს რა გეგმა აქვთ, აცრებით დაგვღუპავენ. ეს ეკადრება ქრისტიანს და მითუმეტეს სასულიერო პირს? ჩვენ არა მარტო ამით ვაცდუნეთ ხალხი, არამედ იმით, რომ ხალხს ვუთხარით, რომ ჩვენ ყველაზე მაგრები ვართ და ამიტომ ჩვენ არაფერი არ გვემუქრება. ეს იყო ყველაზე საშინელება. ამიტომ უნდა გამოვიდეთ, შევინანოთ და ხალხს ბოდიში მოვუხადოთ”, – აცხადებს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები