სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელის ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება შემაშფოთებელი ფაქტია.
“ქართველი ჟურნალისტის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალება მას შემდეგ, რაც მიმდინარე კვირის დასაწყისში ის ბრბომ სცემა, ღრმად შემაშფოთებელია საქართველოს ყველა მეგობრისთვის, მათ შორის ჩემთვის. დემოკრატიულ სახელმწიფოში უმცირესობები დაცულია, მედია, სიტყვის თავისუფლება დაცულია. ეს არის ევროატლანტიკური ღირებულებები. არც ერთი ინსტიტუტი ან ორგანიზაცია არ არის გათავისუფლებული ამ ვალდებულებებისგან“, – წერს ჯეიმს აპატურაი.
„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, დღეს გარდაიცვალა.