spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დემონსტრანტები ქალაქ ალმათიში, საოლქო ადმინისტრაციაში შეიჭრნენ

ყაზახეთში, მასობრივი პროტესტი გრძელდება. ქალაქ ალმათიში, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტები საოლქო ადმინისტრაციაში შეიჭრნენ. შენობას ცეცხლი უკიდია. 

 

აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და საოლქო ადმინისტრაციის შენობის შტურმი დაიწყეს. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ხმოვანი ყუმბარები და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა, თუმცა მომიტინგეებმა შენობაში შესვლა მაინც მოახერხეს. 

 

ახლა საოლქო ადმინისტრაციის შენობა დემონსტრანტების მიერ არის დაკავებული. ჯერჯერობით უცნობია იქ დასაქმებული ადამიანების შესახებ ინფორმაცია.

 

ყაზახეთის სხვადასხვა ქალაქებში, სადაც პროტესტი გრძელდება, გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ასევე შეფერხებულია მობილურ კავშირსა და ინტერნეტზე წვდომა. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ იწვის პროკურატურის ერთ-ერთი დეპარტამენტის შენობაც.  

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები