უკრაინის უმაღლესმა რადამ ლუდმილა დენისოვა უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი 234-მა სახალხო დეპუტატმა დაუჭირა.
ახალი ომბუდსმენი რადას დღეს არ აურჩევია.
დენისოვას თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზებისას, პატიმრების დაცვისა და გაცვლის დროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოქალაქეების და ბავშვების დეპორტაციის პერიოდში და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა ღონისძიებების კუთხით უფლებამოსილების სისტემატური შეუსრულებლობა გახდა.
დენისოვა ამ თანამდებობას 2018 წლის 15 მარტიდან იკავებდა. მანამდე ის იყო სოციალური პოლიტიკის მინისტრი იულია ტიმოშენკოს (2007-2010) და არსენი იაცენიუკის (2014) მთავრობებში.