spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დეპუტატ ნონა მამულაშვილს პარლამენტის წევრის სტატუსი პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდება

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დეპუტატ ნონა მამულაშვილისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა.

 

ნონა მამულაშვილმა  პარლამენტის თავმჯდომარეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნის შესახებ განცხადებით მიმართა.

 

კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით,  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომიტეტმა მოამზადა დასკვნა.

 

დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

 

ნონა მამულაშვილი  პარლამენტის წევრი  საარჩევნო სუბიექტის ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ პარტიული სიით გახდა და დღემდე ამავე ფრაქციის წევრია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები