დეპუტატებმა საქართველოს პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერის, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის რუსუდან ბერიძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
“ქალბატონი რუსუდან ბერიძე გახლდათ პირველი ქალი ვიცე-სპიკერი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ის იყო გამორჩეული პოლიტიკოსი და საჯარო მოხელე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე.
რუსუდან ბერიძე 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.