მეათე მოწვევის პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა შოვის ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილებს წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.
“ჩვენს ქვეყანას მიმდინარე წლის 3 აგვისტოს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს. მოხდა უდიდესი სტიქია, რომელმაც ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე წაიღო, მათ შორის ბავშვების და ქალების. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს, აქ სიტყვები ალბათ ზედმეტია,“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შოვში სტიქიას 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორ მოზარდს კი ამ დრომდე ეძებენ.