spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დეპუტატი – სააკაშვილის ირგვლივ არსებულმა სიტუაციამ შესაძლოა, ოპოზიციის გაერთიანებას ბიძგი მისცეს

კიევი: ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ არსებულმა სიტუაციამ შესაძლოა, ოპოზიციის გაერთიანებას ბიძგი მისცეს, – ამის შესახებ Front News-ს უკრაინის სახალხო დეპუტატმა, ფრაქცია “სამოპომიჩის” წევრმა ვიქტორია ვოიციცკაიამ განუცხადა.

 

“ეს შესაძლოა, არაორდინალური მოვლენა გახდეს, რომელიც გამოიწვევს საზოგადოების გაერთიანებას იმ იდეის ირგვლივ, რომ მაიდნის შემდეგომ უკრაინაში პოლიტიკური რეპრესიები აბსოლუტურად მიუღებელია. კონკურენტებთან არ უნდა იბრძოლო სახელმწიფო სტრუქტურების დახმარებით, არამედ ღია დებატებში უნდა გაირკვეს კონკურენტულ აზრებსა და პროგრამებში. სააკაშვილი ძალიან ცნობილი ფიგურაა, თუმცა ეს არაა პირველი, მაგრამ ძალიან ხმაურიანი შემთხვევაა. ვფიქრობ,  სააკაშვილის ირგვლივ არსებულმა სიტუაციამ შესაძლოა, ოპოზიციის გაერთიანებას ბიძგი მისცეს, არ ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება გადამწყვეტი იყოს, რადგან უნდა გვესმოდეს, რომ ღირსების რევოლუციიდან დიდი დრო არ არის გასული და არ ვფიქრობ, რომ ეს მოვლენები რევოლუციურ მოვლენებში გადაიზარდოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ სამოქალაქო საზოგადოება მივა იმ დასკვნამდე, რომ თუ გვინდა, უკრაინა გახდეს სამართლებრივი სახელმწიფო, მაშინ ქვეყნის შიგნით საზოგადოება უნდა გაერთიანდეს გარკვეული იდეების, ღირებულებების და ხანდახან ადამიანების ირგვლივ”, – განაცხადა დეპუტატმა.

 

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც პეტრო პოროშენკომ 26 ივლისს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, უკრაინაში დაბრუნებას 10 სექტემბერს აპირებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები