spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დეპუტატი – სომხეთის ევროკავშირთან გაფორმებული შეთანხმება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას ითვალისწინებს

კიევი: სომხეთმა ევროკავშირთან შეთანხმება გააფორმა, რომელშიც მთიან ყარაბაღში სამხედრო კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ არის საუბარი. ამის შესახებ Front News-ს სომხეთის ეროვნული კრების დეპუტატმა, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში სომხეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა გაგიკ მინასიანმა განუცხადა. 

 

“სომხეთსა და ევროკავშირს შორის შეთანხმება 24 ნოემბერს გაფორმდა. შეთანხმებაში არის ცალკე ნაწილი, რომელიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს ეძღვნება. ამ ნაწილში საუბარია იმაზე, რომ კონფლიქტი მშვიდობიანი გზით უნდა დარეგულირდეს. სამხედრო კონფლიქტი იქამდე შეიძლება გაგრძელდეს, ვიდრე ყველა მხარე არ გაიგებს, რომ ეს გზა არაფრის მომტანი არ არის”, – განაცხადა მინასიანმა.

 

მისივე თქმით, სომხეთი მთიან ყარაბაღს ცალკე სახელმწიფოდ აღიარებს.

 

“კონფლიქტი არ არის სომხეთს და აზერბაიჯანს შორის. კონფლიქტია აზერბაიჯანსა და მთიან ყარაბაღს შორის, რომელიც ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყანა, გავიდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან. ჩვენი პოზიციაა, რომ მთიანი ყარაბაღი არასოდეს არ ყოფილა დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ნაწილი. სომხეთი ამ კონფლიქტში თავისი ნებით არ მონაწილეობს. მიზეზი ის არის, რომ მთიან ყარაბაღსა და აზერბაიჯანს შორის ძალთა ბალანსი არ არის თანაბარი, სომხეთის გარეშე, ყარაბაღში ერთი სომეხიც კი აღარ იქნებოდა”, – განაცხადა დეპუტატმა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები