კიევი: სევეროდონეცკში ლუგანსკის ოლქის პოლიციამ ქალაქის საბჭოს დეპუტატის სერგეი სამარსკის მკვლელობის საქმის გამოძიებისას კიდევ ერთი ცხედარი იპოვა. ამის შესახებ პოლიციის პრესმდივანმა ტატიანა პოგუკაიმ განაცხადა.
“შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ნადვილად აღმოვაჩინეთ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი. ჯერჯერობით გამოძიება მიმდინარეობს და დეტალებს ვერ გაგიმხელთ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია ამ ეტაპზე, რომ ეს ორი მკვლელობა ერთმანეთთან კავშირში არ არის”, – განაუცხადა Front News-ს პოგუკაიმ.
53 წლის დეპუტატის ცხედარი 3 ნოემბერს, 00:30 საათზე აღმოაჩინეს. მამაკაცის გაუჩინარების შესახებ პოლიციას მისმა მეუღლემ შეატყობინა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.