ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლე აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციებთან და ე.წ. აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ესაუბრა.
“პროტესტებთან და უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ვესაუბრე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. კანონპროექტების შესახებ, რომელიც ევროინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარებისკენ ქართველი ხალხის მისწრაფებას ეწინააღმდეგება.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვას მშვიდობიანი შეკრებები და მომიტინგეების მშვიდობიანი პროტესტი”, – წერს შოლე Twitter-ზე.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. პოლიციამ და სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და სხვა სპეციალური საშუალებები გამოიყენეს. დაკავებული და დაშავებულია ათობით ადამიანი.