spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დევი მეზურნიშვილი – ორის გამოყვანა შევძელი, სადამდეც გამიძლო მეც ორგანიზმმა იმ დენის გამო და სამწუხაროა, რომ მესამე ბავშვი ვერ გადარჩა

მებაღე დევი მეზურნიშვილი, რომელმაც ვაკის პარკის შადრევანში ბავშვები გადაარჩინა, მომხდარს იხსენებს.

 

“სამივე ბავშვი უგონოდ იყო ჩაძირული წყალში, უგონო მდგომარეობაში და ორის გამოყვანა შევძელი გუშინ, სადამდეც გამიძლო მეც ორგანიზმმა იმ დენის გამო და სამწუხაროა, რომ მესამე ბავშვი ვერ გადარჩა. ნეტა ისიც გადარჩენილიყო და არ მომხდარიყო ეს ამბავი. პირველი დახმარება მე მომიწია, ხალხიც უამრავი იყო, ყველა ცდილობდა მათ დახმარებას. სასწრაფოც მაშინვე მოვიდა, მალევე და მერე მათ გააგრძელეს ბავშვების დახმარება. მერე გადაიყვანეს საავადმყოფოში და დაიღუპაო მერე გავიგე… მანამდე კიდევ იყო რაღაც იმედი”, – აცხადებს მეზურნიშვილი “ფორმულასთან” საუბრისას.

 

ვაკის პარკის შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა, მათგან ერთი – 13 წლის გოგონა მომხდარის შედეგად გარდაიცვალა, ორი მოზარდი კი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები