spot_img
spot_imgspot_img
spot_img

დევი ჭანკოტაძე – ეს არის ჩვენი მთავრობის სისუსტე, რომ რუსეთის ბრალდებას პასუხს არ სცემს

ეს არის ჩვენი მთავრობის სისუსტე, რომ რუსეთის ბრალდებას პასუხს არ სცემს, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, გენერალმა  დევი ჭანკოტაძემ განაცხადა. 

 

დევი ჭანკოტაძის  თქმით, ასეთ დროს დუმილი საქართველოს ცუდ მდგომარეობაში აყენებს. 

 

“უნდა იყოს ოფიციალური განცხადება, რომ ეს მანქანა ჩვენს ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა, არაფერი ტერორისტული აქტი ჩვენ არ გვქონდა დაგეგმილი და ეს ჩვენი გაკეთებული არ არის. ეს არის ჩვენი მთავრობის სისუსტე, რომ პასუხს არ სცემს ამას. ჩვენ ვხედავთ, რომ ბულგარეთმა უკვე პასუხი გასცა და ასევე უნდა გასცეს საქართველომ. სირაქლემას პოზიცია ძალიან ცუდია საქართველოსთვის“, – განაცხადა ჭანკოტაძემ.  

 

რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების ინფორმაციით, ავტომანქანამ, რომელიც  ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქებაში  მონაწილეობდა, რამდენჯერმე გადაკვეთა საქართველოს საზღვარი, ისე, რომ პოლიეთილენში მოთავსებული ასაფეთქებელი ნივთიერება საბაჟოზე ვერ აღმოაჩინეს. ამასთან,  საქმის ფიგურანტებს შორის ნახსენები არიან საქართველოს მოქალაქეები.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები