spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დევიდ მაკალისტერი – მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გამოუშვით ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი

მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გამოუშვით ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი და მიეცით საშუალება, გაიაროს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა, – ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატების დროს განაცხადა.

 

“საქართველოს ადგილი ევროპაშია. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ წარმატებით უნდა შეასრულოს კომისიის მიერ წარდგენილი 12 რეკომენდაცია. დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია ხელს უშლის საქართველოს განვითარებას.

 

მინდა, ხუთი პუნქტი ჩამოვთვალო. პირველი – პოლიტიკურმა ძალებმა თავი უნდა შეიკავონ ნებისმიერი სახის აგრესიული რიტორიკისგან და გააერთიანონ ძალები, რათა გაზარდონ ნდობა პოლიტიკურ და ინსტიტუციურ მოთამაშეებს შორის. მეორე – უნდა აღმოიფხვრას ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესის გადაჭარბებული გავლენა. მესამე – საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მედიის თავისუფლება. ეს გულისხმობს სარედაქციო დამოუკიდებლობას. მეოთხე – საქართველოში პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა შეწყვიტონ ევროპარლამენტარებისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების წინააღმდეგ აგრესიული ვერბალური თავდასხმები და ბოლოს, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გთხოვთ, გამოუშვით ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი და მიეცით მას საშუალება, გაიაროს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა“, – განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები