დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ხელმძღვანელმა ბესარიონ სიმონიშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მან Fron News-ს დაუდასტურა.
“გიდასტურებთ, რომ დღეს, 12 იანვარს დავტოვე თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე. ამ ეტაპზე ალბათ, დავისვენებ”, – განაცხადა სიმონიშვილმა Fron News -თან.
მისივე განმარტებით, პოსტიდან წასვლა ახალი მინისტრის მოსვლას არ უკავშირდება.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზურაბ აზარაშვილი 2 კვირის წინ დანიშნა.