“ღირსეული საცხოვრებელი დევნილებს”, – ამ ლოზუნგით დევნილთა სააგენტოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ადგილზე შეკრებილი არიან დევნილები, რომლებიც საბინაო პოლიტიკას აპროტესტებენ.
მათი განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” ისინი სიღარიბის პირისპირ მიატოვა.
ადგილზე მოქალაქეებს ბანერები აქვთ გაშლილი წარწერით – “კორუფცია კლავს”, “ღირსეული საცხოვრებელი დევნილებს”.
შეკრებილ დევნილებთან ერთად იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ ათასობით ადამიანს არასწორი პოლიტიკის გამო საცხოვრებელი არ აქვს.