spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დეზერტირების ბაზართან გარემოვაჭრეები აქციას მართავენ

დეზერტირების ბაზართან გარემოვაჭრეები აქციას მართავენ. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

 

ბაზრობაზე დასაქმებულებს წინამძღვრიშვილის ქუჩა დაახლოებით, ერთი საათი ჰქონდათ გადაკეტილი. გზა იმ პირობით გახსნეს, თუ მათთან შესახვედრად ბაზრის ადმინისტრაციისა და მერიის წარმომადგენლები მივლენ. 

 

პროტესტის მიზეზი ტერიტორიის დაცლის მოთხოვნა გახდა. მოვაჭრეების თქმით, მათთვის უცნობმა პირმა გააფრთხილა დასაქმებულები, რომ 10-15 აგვისტოს პერიოდში  უნდა დაცალონ ტერიტორია.

 

“ჩვენი დირექციის ერთ-ერთი წარმომადგენელი მოვიდა ჩვენთან და გვითხრა, რომ უნდა დაცალოთ ბაზარი, არ იქნება დაცლილი და გადაგიყრით ყველაფერსო. არანაირი ალტერნატივა არ არის შემოთავაზებული. ჩვენ თვეები დავდიოდით დირექციასთან და ვეკითხებოდით თუ არის რამე ადგილი, სადაც უნდა გადაგვიყვანოთ-თქო და მოგვიყვანეს ამ დღემდე”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 

 

მოვაჭრეები თბილისის მერის კახა კალაძის ადგილზე მისვლასაც ითხოვენ.

 

“ხვიჩა მაქაცარიამ აგოს პასუხი აი, ამ ბაზრის დაშლაზე. მოვიდეს კალაძე აქ. მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, ყველა ნუ გვაქციეთ ლტოლვილებად, რას გვერჩით, ჩვენი კეთილსინდისიერი შრომით ვშრომობთ. კობახიძეს მინდა, მივმართო –  ეგ ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები, რომ 2% ნიშნულია ეკონომიკური ზრდაო, მოდი და შეგვეკითხე რა დღეში ვართ. ყველანაირად უპატრონოა ეს ბაზარი. სიცოცხლის უფლება წაგვართვეს, მე მონა ვარ, მონა, ასეთი მონა არასდროს ვყოფილვარ ახლა რომ ვგრძნობ”, – განაცხადა  ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები