spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დღეიდან დაბა ბაკურიანის სამედიცინო ცენტრში იმუნიზაციის პროცესი დაიწყო

დღეიდან დაბა ბაკურიანის სამედიცინო ცენტრში იმუნიზაციის პროცესი დაიწყო. მოქალაქეების ვაქცინაცია  “სინოფარმით” მიმდინარეობს.

 

ვაქცინაციის პროცესს ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი ადგილზე გაეცნო. 

 

იმუნიზაცია ბაკურიანსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეეძლებათ. ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან ბაკურიანში არსებული სასტუმროების პერსონალი. 

 

დაბა ბაკურიანში ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება და კვირაში 4 დღე (სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი) ბაკურიანის სამედიცინო ცენტრი მოქალაქეების იმუნიზაციას უზრუნველყოფს. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები