მწვანე ბარათის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო. პროცესი 8 ნოემბერს, 20:00 საათზე დასრულდება.
“აპლიკაციის შევსებისა და გაგზავნის პირობები ასეთია:
რეგისტრაცია იყო და არის უფასო. რეგისტრაცია ხდება მხოლოდ აქ: dvprogram.state.gov
თაღლითობის მაღალი რისკის გამო ნუ მიმართავთ დამხმარე ორგანიზაციებს. რეგისტრაციისას მოგენიჭებათ უნიკალური კოდი, რომელიც უნდა შეინახოთ.
სტატუსის გაგებას შეძლებთ უნიკალური კოდის გამოყენებით 2023 წლის 6 მაისიდან იმავე ვებგვერდზე: dvprogram.state.gov
აშშ-ის მთავრობა არ გამოგიგზავნით სტატუსის შესახებ შეტყობინებას.
შერჩევის შემთხვევაში აშშ-ის მთავრობა არ უზრუნველყოფს რამე სახის პირად მომსახურებას, როგორიცაა მგზავრობის ხარჯები, საცხოვრებლის პოვნასა თუ დასაქმებაში დახმარება და სხვა.
მონაწილეობამდე აუცილებლად გაეცანით ინსტრუქციას: https://ge.usembassy.gov/…/immigrant…/diversity-visa-ka/”, – წერს აშშ-ის საელჩო.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fusingeo%2Fposts%2Fpfbid0LUUg4XW5RPGv4yVvzDQ6h42xFpmRRPyUu8aLAjWfHGhadQ3r1RskrZi79orKoik3l&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”599″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>