spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დღეს აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების მარში გაიმართება

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები დღეს მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან თავისუფლების მოედნამდე საპროტესტო მარშს გამართავენ.

 

საპროტესტო მსვლელობას მოქალაქეებთან ერთად ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები და სამოქალაქო აქტივისტები შეუერთდებიან.

 

“ვითხოვთ, სახელმწიფომ შეასრულოს პირობა და გამოყოს ბიუჯეტიდან თანხა მედიკამენტისთვის, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და სასწრაფოა ჩვენი შვილებისთვის. თქვენი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია”, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.

 

მსვლელობა 18:00 საათზე დაიწყება.

 

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მეხუთე დღეა, მთავრობის კანცელარიასთან ღამეს ათევენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები