spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დღეს ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი “ბაკურიანი 2025“ გაიხსნება

დღეს ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი – „ბაკურიანი 2025“ ოფიციალურად გაიხსნება.

ფესტივალი 9-დან 16 თებერვლამდე გაგრძელდება, მას ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში მოწყობილი თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა უმასპინძლებს.

საქართველო ევროპაში მერვე ქვეყანაა, სადაც როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართა.

ფესტივალის განმავლობაში  საქართველოს 2,000 სტუმარზე მეტი და 1000-მდე სპორტსმენი ესტუმრება, რომლებიც საუკეთესოს წოდების მოსაპოვებლად ერთმანეთს ზამთრის სპორტის რვა სახეობაში შეეჯიბრებიან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები