არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისია ოთხი წევრის შემადგენლობით დაკომპლექტდა.
როგორც საპარლამენტო უმრავლეობის წევრმა გიორგი კახიანმა განაცხადა, კომისიაში ორი წევრი ოპოზიციური ჯგუფიდან იქნება, ორი – უმრავლესობიდან.
„დღეს კომისია დაკომპლექტდა ოთხი წევრის შემადგენლობით. ორი იქნება ოპოზიციური ჯგუფის წარმომადგენელი, ორი სახელისუფლებო ჯგუფი, მაგრამ კომისია ყველასთვის გახსნილია. ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს, რომელიც წესით უკვე კომისიაში უნდა იყოს შემოსული და ამ ეტაპამდე არ მიუღიათ გადაწყვეტილება, სურვილის შემთხვევაში, მომავალშიც ექნება შესაძლებლობა, კიმისიას შემოუერთდეს, კომისიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღოს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
მისივე შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლების საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობაზე უარი მიუთითებს, რომ „ე.წ. გაყალბების თემა არა რეალური, არამედ მათი მოგონილია“.