spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დღეს კრემლში პუტინის ინაუგურაცია გაიმართება

დღეს კრემლში ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია გაიმართება. 71 წლის პუტინი პრეზიდენტის ფიცს მეხუთედ დადებს.

 

ღონისძიებაზე მოსაწვევები მიიღეს ევროკავშირის წარმომადგენლებმა. მონაწილეობაზე უარი ღიად თქვეს ბალტიის ქვეყნებმა, ჩეხეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ.

 

ინაუგურაციას არ დაესწრება არც სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

 

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ინაუგურაციას დაესწრებიან საფრანგეთის, უნგრეთის, სლოვაკეთის, საბერძნეთის, კვიპროსის და მალტის წარმომადგენლები.

 

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15-17 მარტს ჩატარდა და პუტინი ხმების 87%-ით პრეზიდენტი კიდევ 6 წლით გახდა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები