დღეს პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრს მოუსმენენ.
გოჩა ლორთქიფანიძე ადამიანის უფლებათა დაცვის, თავდაცვის, იურიდიულ საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს ინფორმაციას მიაწოდებს 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად მთავრობის მიერ გაწეული სამუშაოსა და ამავე საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, იუსტიციის მინისტრი პარლამენტსა და ფართო საზოგადოებას სრულ ინფორმაციას მიაწვდის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების და იმ შესაძლებლობების შესახებ, რასაც ეს გადაწყვეტილება აჩენს.