დღეს თბილისში რამდენიმე აქციაა დაგეგმილი.
15:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე ქალთა მარში გაიმართება.
17:00 საათზე ხელოვანები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან და თსუ-მდე მსვლელობით მივლენ.
ასევე 17:00 საათზე, “ილიაუნიდან” თსუ-მდე დაანონსებულია პროფესორ-მასწავლებლების მარში;
21:00 საათზე კი ოპოზიციის მასშტაბური აქცია გაიმართება. ოპოზიციური კოალიციები და მოქალაქეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან, მათ შეუერთდებიან რეგიონებიდან წამოსული კოლონებიც, რის შემდეგაც რუსთაველის გამზირის მიმართულებით ფეხით მსვლელობა გაიმართება.
აქცია პარლამენტის შენობასთან გაგრძელდება. მომიტინგეები ღამეს საკანონმდებლო ორგანოსთან გაათევენ და 25 ნოემბერს დანიშნულ პარლამენტის სხდომას პროტესტით შეხვდებიან.