დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბინაში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს.
80 წელს გადაცილებული ცოლ-ქმრის სიცოცხლე სავარაუდოდ, არასწორად დამონტაჟებულმა წყლის გამათბობელმა ემსხვერპლა, რამაც ნამწვის დაგორვება გამოიწვია.
ცხედრები აბაზანაში აღმოაჩინეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.