დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის მე-11 სართულზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
Front News-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ ხანძრის შედეგად დაღუპული ან დაშავებული არავინაა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
ადგილზე მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.