თბილისში სავარაუდოდ, ირანის მოქალაქე ქალი მოკლეს.
შემთხვევა დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მოხდა.
მკვლელობის ფაქტს შსს ადასტურებს.
მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია, გამოძიება დაწყებულია 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მომხდარის დეტალები ამ დროისთვის უცნობია.