დიდი ბრიტანეთი ნატოს მოკავშირეებთან ერთად უკრაინას 30 000 ახალ დროს გადასცემს.
უკრაინის ახალი დახმარების შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ ლატვიის თავდაცვის მინისტრთან ანდრის სპრუდსთან ერთად გერმანიაში, რამშტაინის საჰაერო ბაზაზე თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.
უკრაინაში 30 ათასი დრონი გაიგზავნება მას შემდეგ, რაც საერთაშორისო “დრონების კოალიცია“ ბრიტანეთისა და ლატვიის მეთაურობით 45 მილიონი ფუნტი სტერლინგის (დაახლოებით 55,3 მილიონი დოლარი) ღირებულების კონტრაქტებს მოაწერს ხელს.
ახალი დრონების დაფინანსება მოდის ბრიტანეთიდან, დანიიდან, ნიდერლანდებიდან, ლატვიიდან და შვედეთიდან.