spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინისთვის დახმარების გაზრდაზე შეთანხმდნენ

ბორის ჯონსონმა და ემანუელ მაკრონმა გერმანიაში მიმდინარე “დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში შეხვედრა გამართეს, რომლის დროსაც შეთანხმდნენ, რომ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უკრაინას დახმარებას გაუზრდიან.

 

ბრიტანეთის პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლიდერებმა ხაზი გაუსვეს უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების შესაძლებლობას როგორც ომში, ისე ნებისმიერ სამომავლო მოლაპარაკებებში.

 

“ლიდერები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ და გაზრდიან დახმარებას. დიდ ბრიტანეთი და საფრანგეთი განაგრძობენ მჭიდრო კავშირებს და მუშაობას მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები