დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა.
ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე ანდრეი სიბიგა ავრცელებს.
“ბორის ჯონსონის ვიზიტი კიევში პრეზიდენტ ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრით დაიწყო“, – აღნიშნა მან.
როგორც სიბიგამ აღნიშნა, დიდი ბრიტანეთი ლიდერია უკრაინის თავდაცვით მხარდაჭერაში, ომის საწინააღმდეგო კოალიციასა და რუსი აგრესორის წინააღმდეგ სანქციებში.