spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი იქნება

დიდი ბრიტანეთის მომდევნო პრემიერ-მინისტრი ყოფილი ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი გახდება.

 

პრემიერობის კიდევ ერთმა კანდიდატმა თემთა პალატის ლიდერმა პენი მორდონტმა განაცხადა, რომ მხარს რიში სუნაკს უჭერს.

 

მანამდე პოსტისთვის ბრძოლაზე უარი თქვა დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა ბორის ჯონსონმა, რომლის თქმითაც, ის ქვეყნის სათავეში დაბრუნებას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს შეეცდება.

 

ბორის ჯონსონის გადადგომის შემდეგ, სექტემბერში კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარეობისა და პრემიერ-მინისტრობისთვის ბრძოლაში რიში სუნაკი შიდაპარტიულ არჩევნებში ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა დაამარცხა.

 

ლიზ ტრასმა თანამდებობა გასულ კვირას დატოვა. ის პრემიერ-მინისტრის პოსტს მხოლოდ 45 დღის განმავლობაში იკავებდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები