ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან შესახვედრად უახლოეს პერიოდში კიევში საგანგებო ვიზიტს გეგმავს.
Daily Mail-ის ცნობით, ამ გზით დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთთან ომში უკრაინის მხარდაჭერის დემონსტრირებას აპირებს. ამავდროულად, მან სთხოვა ოფიციალურ პირებს, გამოიკვლიონ უკრაინის დედაქალაქში მოგზაურობის პრაქტიკულობა და ღირებულება პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის. მიუხედავად გაფრთხილებისა, ჯონსონს “სურს წასვლა”, თუ ეს შესაძლებელია.
“უსაფრთხოების მოსაზრებების გარდა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, საკითხავია არის თუ არა რაიმე დამატებითი, რისი მიღწევაც შესაძლებელია ქვეყანაში პირადად ვიზიტით, თუ ეს იქნება მხოლოდ სოლიდარობის გამოხატვა. არის თუ არა ეს თავისთავად საკმარისი მიზანი”, – განაცხადა გამოცემის წყარომ.
ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ კიევის ერთ-ერთი უბნის ღამის დაბომბვამ აჩვენა, თუ რამდენად რთული იქნება პრემიერ-მინისტრის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მისი ვიზიტის შემთხვევაში.