საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტზე, ბრალდებულის სახით სამი კომპანიის ხელმძღვანელი პირები პასუხისგებაში მისცეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მოქმედ კომპანიებს, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდნენ შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რითაც თავს არიდებდნენ დიდი ოდენობით გადასახადისგადახდას. საგადასახადო შემოწმებების შედეგად სამივე კომპანიას ჯამში ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 621 099 ლარი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით”, – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.