spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებაში დახმარების გაწევის ფაქტზე 11 პირი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებაში დახმარების გაწევის ფაქტზე, პასუხისგებაში 11 პირი მისცეს.

 

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულ პირთა დახმარებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, მოტყუებით დაირეგისტრირეს ქ. თბილისში, გლდანის რაიონში, ავშნიანის დასახლებაში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 11 ერთეული მიწის ნაკვეთი, ჯამში 10 756 კვ.მ., რომლის საერთოღირებულება შეადგენს 702 183 ლარს. ამ ეტაპზე სახელმწიფოს დაუბრუნდა 53 758 ლარის ღირებულების 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

 

გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები