საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, შვიდი პირი ამხილეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, 2015-2016 წლებში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტში, მოტყუებით დაირეგისტრირეს დიდი ოდენობით, სახელმწიფოს კუთვნილი 13 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 42 301 მ 2, რომლის საბაზრო ღირებულება, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, შეადგენს 755 144 ლარს.
გამოძიების პროცესში დაყადაღებულ იქნა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებითა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.
გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.