დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკსა და ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.
კერძოდ სანქციები დაუწესდათ ბანკებს – „როსიაიაზ ბანკი“, „IS ბანკი“, „გენერალური ბანკი“, „პრომსვიაზბანკი“ და „შავი ზღვის ბანკი“, ასევე ბიზნესმენებს – გენადი ტიმჩენკო, იგორ როტენბერგი და ბორის როტენბერგი.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მათი აქტივები დიდ ბრიტანეთში გაიყინება.
ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ ეს ზომების მხოლოდ პირველი ნაწილია და მეტი სანქციები შეიძლება დაწესდეს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის შემთხვევაში.