spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დიდმა ბრიტანეთმა პუტინის და ლავროვის შვილებს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ზრდასრულ შვილებს – კატერინა ტიხონოვას და მარია ვორონცოვას სანქციები დაუწესა. 

 

დიდმა ბრიტანეთმა სასანქციო სიაში შეიყვანა საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შვილი ეკატერინა ვინოკუროვა.

 

როგორც ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაშია აღნიშნული, ლონდონი განაგრძობს კრემლის უახლოესი გარემოცვის მდიდრული ცხოვრების სამიზნეში ამოღებას სამოგზაურო და ფინანსური სანქციების დაწესებით.

 

დიდი ბრიტანეთის მთავრობის მონაცემებით, დიდი ბრიტანეთისა და საერთაშორისო სანქციების შედეგად, პუტინის ომის ბიუჯეტიდან 275 მილიარდ ფუნტზე მეტია გაყინული. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები