spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში ელიტური სპეციალური დანიშნულების რაზმი გაგზავნა

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში 100-ზე მეტი ჯარისკაცისგან შემდგარი ელიტური სპეციალური დანიშნულების რაზმი გაგზავნა, რომლებიც იმუშვებენ სამხედრო მრჩევლებად და უკრაინულ სპეციალურ ძალებს გაწვრთნიან.

 

ბრიტანული გამოცემა „მირორის“ ცნობით, გაერთიანებული სამეფოს ელიტარული სპეცრაზმის გაგზავნა ოფიციალურმა ლონდონმა უკრაინაში რუსეთის პოტენციური შეჭრის „გარდაუვალი საშიშროების“ გამო გადაწყვიტა.

 

დანაყოფი დახმარებას გაუწევს უკრაინის სპეცრაზმის მომზადებას მეამბოხეების წინააღმდეგ ბრძოლის ტაქტიკაში, სნაიპერულ სროლასა და დივერსიაში.

 

“უკრაინელი სამხედროების დასახმარებლად და კონსულტაციების მიზნით რეგიონში ბრიტანული სპეცრაზმი გადაისროლეს. მათ აქვთ უნარების ფართო სპექტრი, რაც უდავოდ გამოადგება უკრაინულ შეიარაღებულ ძალებს“, – აღნიშნავს გამოცემა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები