spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დიდთოვლობა გურიაში – მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

დიდთოვლობის გამო გურიაში მძიმე მდგომარეობაა, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციებით, სოფლების ნაწილი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი, რის გამოც ადგილობრივებს საკვების, წყლისა და მედიკამენტების მარაგი ეწურებათ.

თოვლის მაღალმა საფარმა ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე ოჯახს საცხოვრებელი სახლის სახურავები დაუზიანა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ჩამონგრეულია ორმოცამდე სახლი.

დიდთოვლობამ დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და გაზის მილები.

ადგილობრივების ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში, სახურავის წმენდისას დაშავებული მამაკაცის კლინიკაში გადასაყვანად, გზა თანასოფლელებმა გაწმინდეს.

გუშინ, ოზურგეთში, შუახნის მამაკაცი მეზობელს სახლის სახურავის გადათოვლაში ეხმარებოდა, რა დროსაც ბეტონის ფილა დაეცა და დაიღუპა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები