spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დიეგო კოლასი – ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა, რომ უზრუნველყოფილი იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ღირსების უფლება

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა, რომ უზრუნველყოფილი იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ღირსების უფლება, ჩვენ ვაკვირდებით და მონიტორინგს ვუწევთ ამ საკითხის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა განუცხადა.

 

როგორც დიეგო კოლასმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოსავლის პოვნა მოხდეს.

 

“ჩვენ ცოტა ხნის წინ ვსაუბრობდით ევროპულ სტანდარტზე. არის ევროპული სტანდარტები ციხეში პატიმრებისადმი მოპყრობაში, დაუბრკოლებელი დაშვება ადვოკატების, სამკურნალოდ ექიმების, რომლებსაც ენდობით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არ არის მარტივი გასაკეთებელი. თუმცა ჩვენ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი. ვფიქრობ, სახალხო დამცველმა გააკეთა გარკვეული შეთავაზებები, ის ცდილობს იპოვოს გამოსავალი. 

 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს გამოსავალი და ვიმედოვნებ, ჩვენ შევძლებთ გამოსავლის პოვნას, რომ სწორად გავუმკლავდეთ ამ საკითხს, რათა უზრუნველყოთ, რომ ჯანდაცვის, უსაფრთხოების ღირსების უფლებები იყოს დაცული“, – განაცხადა კოლასმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები