დიღმის მასივში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი მამაკაცი დაშავდა.
დაშავებული ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.
აფეთქება დიღმის მასივში, ერთ-ერთ კორპუსში დილით მოხდა.
აფეთქების მიზეზი ამ დრომდე უცნობია, ადგილობრივების თქმით, შესაძლოა, სარემონტო სამუშაოებს უკავშირდებოდეს, რომელიც ამ ბინაში მიმდინარეობდა.