ხარკოვზე დილის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და თვრამეტი დაშავდა, – ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ოლეგ სინიგუბოვმა განაცხადა.
“დილით რუსმა ოკუპანტებმა დაარტყეს ხარკოვის რაიონ სლობოდას ჰოსტელს. ამ დროისთვის 18 დაჭრილია, მათგან 2 ბავშვია. 1 ადამიანი დაიღუპა. რუსულ ტერორიზმს საზღვარი არ აქვს!”, – განაცხადა მან.
18 აგვისტოს დილით, რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვზე სულ მცირე 5 სარაკეტო შეტევა განახორციელეს.
17 აგვისტოს, ოკუპანტებმა რამდენჯერმე დაბომბეს ხარკოვი. საერთო საცხოვრებლზე სარაკეტო დარტყმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 13 დაშავდა.