ხელისუფლება სრულიად აცდენილია რეალობას, ის ცდილობს, რომ ტყუილებით ყურადღება გადაუტანოს მოქალაქეებს ნამდვილი პრობლემებისგან, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა დიმიტრი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხალხს კარგად ესმის ევროკავშირის სიკეთეები.
“ხალხის ნება აშკარაა, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროკავშირი, დასავლეთი და ის სიკეთეები, რაც მას მოაქვს, ამიტომ მიმღებლობა ძალიან მაღალია და ხალხთან შეხვედრისას პრობლემები არ გვექმნება.
ხელისუფლება სრულიად აცდენილია რეალობას, ის ცდილობს, რომ ტყუილებით და პროპაგანდით ყურადღება გადაუტანოს ჩვენს მოქალაქეებს ნამდვილი პრობლემებისგან, მაგრამ ჩვენ, როცა ვსაუბრობთ ევროკავშირზე და ევროკავშირის სიკეთეებზე, ხალხს ეს ესმის და ხალხს ეს უნდა. მაგალითად ყველა ის სიკეთე, რომელიც ევროკავშირს მოაქვს, პენსიები, მასწავლებლების ხელფასები, ეს ყველაფერი ევროკავშირში არის მაღალი, შემოსავლები არის მაღალი, პენსია არის მაღალი, ზუსტად ეს გვინდა და ზუსტად ეს უნდა ხალხს საქართველოში. იმ ადამიანებმა, რომლებმაც ზუსტად იციან, რომ მათი არჩევანი ფარულია და რაც უფრო მეტნი ვიქნებით არჩევნებზე, რაც უფრო მეტი ადამიანი მივა საზოგადოებაც მიხვდება, რომ მათი ვალია, წავიდეს არჩევნებზე და ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი აქტივობა.
ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, აშკარაა და კამპანიით ჩანს, რომ ეტაპ-ეტაპ მივყვებით ჩვენს ყველა პუნქტს, რომელიც ქარტიაშია ასახული და ყველაზე მნიშვნელოვანი მომავალ პარლამენტში იქნება ბიუჯეტის სწორად განკარგვა, ჩვენ ვხედავთ, რომ ასობით მილიონი იხარჯება შსს-ს პრემიებზე, სუსის ბიუჯეტის ზრდაზე, არ გჭირდება დიდი ფინანსისტი იყო, რომ ესენი მიმართო იმ სოციალურ ბენეფიტებს, რომელზეც კამპანიის განმავლობაში ვსაუბრობთ და ევროკავშირის ბაზრის გახსნა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი, რაც ავტომატურად გულისხმობს შემოსავლების ზრდას და ქართული პროდუქტის გატანას ევროპაში. ასევე, ჩვენ გვაქვს საპენსიო, მრავალმილიარდიანი ფონდი, რომელსაც დღეს მთავრობა არ განკარგავს. ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომ გახსნილი გვქონდეს მისი ბაზარი, რაც მოგვცემს წვდომას იაფ ფულთან”, – განაცხადა დიმიტრი ჩიქოვანმა.