ჩანაწერმა გაურკვევლობა გამოიწვია საზოგადოებაში და გააჩინა მთავარი კითხვა, ვისია მიშა, – ასე ეხმაურება “ხალხის ძალის” წევრი დიმიტრი ხუნდაძე “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერს.
“აქამდე ნაწილობრივ ისაკუთრებდა დასავლეთი, რომ ეს მისია, ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლას ხელი შეუწყო “აგენტოკრატიის” გარკვეულმა ჯგუფმა, ძირითადად, დასავლეთიდან. მაგრამ, აქვე, მისი დედა, ქალბატონი გიული ამბობს, რომ აქ არის რუსეთის ინტერესები. მთავარი სწორედ ეს არის, რომ ის არ არის საქართველოს, ის არ არის ჩვენი და მისთვის მთავარია რომ იყოს მისი, ვინც ხელს შეუწყობს მას ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის. ამიტომ, მგონია, რომ სანამ ჩვენ გავარკვევთ, ვისია მიშა, იყოს იქ, სადაც არის.
მთავარია ვიყოთ ფხიზლად, ის არ არის ჩვენი, ის არ არის საქართველოსი და ყველაფერს გააკეთებს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.